ოფიციალურად: შვედეთის ნაკრები გრემ პოტერს ჩააბარეს
შვედეთის საფეხბურთო ასოციაციამ გვაუწყა, რომ მათი ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი 50 წლის ინგლისელი სპეციალისტი გრემ პოტერი გახდა.
მან ამ პოსტზე იოლ დან ტომასონი შეცვალა, კონტრაქტისა და შეთანხმების დეტალები კი ჯერჯერობით უცნობია.
შვედეთის ნაკრებს 2026 წლის მუნდიალის პლეი-ოფში მოსახვედრად სასწაულის იმედი უნდა ჰქონდეს. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე შვედები ბოლო მე-4 ადგილზე არიან და მეორე პოზიციაზე მყოფ კოსოვოს 6 ქულით ჩამორჩებიან.
პოტერი ბოლოს პრემიერ ლიგის ბინადარ “ვესტ ჰემს” ავარჯიშებდა, საიდანაც რამდენიმე კვირის წინ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.
მისი დებიუტი შვედეთის ნაკრებში 15 ოქტომბერს შვეიცარიასთან საგარეო მატჩში შედგება.
ლეგენდების მატჩში თბილისის “დინამომ” “აიაქსი” 5:2 დაამარცხა
“ვესტ ჰემმა” პოტერი გაათავისუფლა – “ჩაქუჩები” ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
“ეს ფანტასტიკური იქნებოდა” – პოტერი შვედეთის ნაკრების ჩასაბარებლად მზად არის
დათხოვნიდან 1 კვირაში შესაძლოა, კვლავ პრემიერ ლიგაში დასაქმდეს – ესპირიტო სანტუს ახალი ვარიანტი აქვს
“ვესტ ჰემმა” ლოპეტეგი გადააყენა და პოტერს დანიშნავს
ოფიციალურად: გრემ პოტერი “ვესტ ჰემის” ახალი მწვრთნელია
საქმე სერიოზულადაა – ზაფხულში “ვესტ ჰემის” მთავარი სამიზნე მიქაუტაძე იქნება
