ოფიციალურად: ფლიკი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელია

“ბარსელონამ” ოფიციალურად გვაუწყა, რომ გუნდის ახალი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი გახდა.
კატალონიელებმა გერმანელს, რომელმაც აღნიშნულ პოზიციაზე ხავი ჩაანაცვლა, კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გაუფორმეს.
ფლიკი ბოლოს გერმანიის ნაკრებს ავარჯიშებდა, საიდანაც 2023 წელს დაითხოვეს. ის გახლდათ იმ მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი, რომელმაც 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ბარსელონა” 8:2 გაანადგურა.