ოფიციალურად: ტუხელი სეზონის ბოლოს “ბაიერნს” დატოვებს

“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს დაკავებულ პოსტს დატოვებს.
როგორც მან განაცხადა, თანამშრომლობის გაგრძელებაზე “რეკორდმაისტერის” უფროსობასთან მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა, მიზეზების ახსნა კი არ სურს.
“ბაიერნი” ბუნდესლიგის ბოლო ტურში 18 მაისს გასვლაზე “ჰოფენჰაიმს” დაუპირისპირდება, რაც მიუნხენური გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში ტუხელისთვის ბოლო იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ