ოფიციალურად – სიმონე ინძაგი „ალ-ჰილალის“ მწვრთნელია

საუდის არაბეთის „ალ-ჰილალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა სიმონე ინძაგის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ.
49 წლის იტალიელმა სპეციალისტმა და მისმა ახალმა კლუბმა 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმეს ხელშეკრულება.
უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ სიმონე ინძაგი „ალ-ჰილალში“ წელიწადში ხელფასის სახით 25 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ 3 ივნისს შეწყვიტა თანამშრომლობა მწვრთნელთან. ინძაგი მილანურ კლუბს 2021 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით „ნერაძურიმ“ მოიგო სერია A, ორჯერ იტალიის თასი და სამჯერ იტალიის სუპერთასი. გარდა ამისა, „ინტერმა“ ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ორივეჯერ დამარცხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში