ოფიციალურად – საზონოვი “ემპოლიში” გადავიდა

22 წლის მცველი საბა საზონოვი იჯარით “ტორინოდან” “ემპოლიში” გადავიდა. მომავალი წლის ზაფხულში “ემპოლის” საზონოვის 4 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.
“ტორინომ” საზონოვი 2023 წელს 3 მილიონად შეიძინა და მან სერია A-ს 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
“ემპოლის” მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ განაცხადა, რომ საზონოვმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და შეიძლება ხვალ “ბოლონიასთან” ითამაშოს.