ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა, ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა, Forbes-მა გაავრცელა.
წყაროს ცნობით, შვეიცარიელი მე-7 მილიარდერი სპორტსმენი გახდა.
ჩოგბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, მისი ქონება სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის შვეიცარიული ბრენდი On-ის აქციათა სამი პროცენტის ზრდით აიხსნება.
ეს კომპანია ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე 2021 წელს გავიდა და მისი საბაზრო კაპიტალი 15 მილიარდს შეადგენს. მისი წილი კი 375 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
შეგახსენებთ, როჯერ ფედერერმა ჩოგბურთელის კარიერა 2022 წელს დაასრულა, ლეგენდარულმა შვეიცარიელმა დიდი სლემის მოგება 20-ჯერ მოახერხა.
მილიარდერი სპორტსმენების სია ასე გამოიყურება:
მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი) – 3.8 მილიარდი ევრო
იონ ცირიაკი (ჩოგბურთი) – 2.7 მილიარდი ევრო
მეჯიქ ჯონსონი (კალათბურთი) – 1.5 მილიარდი ევრო
ჯუნიორ ბრიჯმენი (კალათბურთი) – 1.4 მილიარდი ევრო
ტაიგერ ვუდსი (გოლფი) – 1.3 მილიარდი ევრო
ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 1.2 მილიარდი ევრო
როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 1.1 მილიარდი ევრო
“ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!” – ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
“მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ” – რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
“როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც…” – როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც – ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
როჯერი საჩოგბურთო სამყაროს დაემშვიდობა – ატირებული ნადალი და ჯოკოვიჩი… ემოციური საღამო ლონდონში [VIDEO]
