საქართველოს ნაკრების 32 წლის ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი უნგრეთის “ნირედჰაზას” ფეხბურთელი გახდა.
“ნირედჰაზამ” კვეკვესკირს 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა. ის ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
“ვფიქრობ, გაგვიმრთლა, რომ ასეთი კარიერის მქონე ფეხბურთელი დავიმატეთ. პირველივე მოლაპარაკებისას ვიგრძენი, რომ ძალიან მოტივირებულია. ისეთი ლიგების კლუბები იწვევდნენ, სადაც ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილი იქნებოდა, მაგრამ თავისი კარიერის გამო მეტად პროფესიულ ასპექტებზე ფიქრობდა, მით უმეტეს ნაკრებში თამაშის გაგრძელება სურს.
მოსულიყო გორის დილაში, მაგრამ ისე ილაპარაკა საქართველოს ჩემპიონატზე, ვიცოდი რომ არ მოვიდოდა. რა ჯანდაბა უნდა ნიდერჰაზაში, მოდი რა და დაეხმარე ქართულ კლუბს