ოფიციალურად – “ნაპოლიმ” შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველი შეიძინა

27 წლის შოტლანდიელი ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი “მანჩესტერიდან” “ნაპოლიში” გადავიდა.
ნეაპოლურმა კლუბმა მაკტომინეი 30.5 მილიონ ევროდ შეიძინა, ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და სეზონურ გასამრჯელოდ 3 მილიონი დაუნიშნა. “მანჩესტერი” მისი შემდგომი ტრანსფერიდან 10%-ს მიიღებს.
მაკტომინეის “იუნაიტედში” 178 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი, შოტლანდიის ნაკრებში კი 52 შეხვედრაში 9 გოლი.
ნეაპოლური მედიის ვარაუდით, ის დღეს “პარმასთან” დაპირისპირებაში შეცვლაზე შევა.