“ლიონი”, რომლის ღირესებასაც გიორგი მიქაუტაძე იცვს, ლიგა 2-ში დააქვეითეს, – იტყობინება RMC Sport-ი.
კლუბის ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად დღეს კონტროლისა და მართვის ეროვნული დირექტორატის (DNCG) შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო “ლიონის” ამერიკელმა მფლობელმა” ჯონ ტექსტორმა.
შეგახსენებთ, ნოემბერში კლუბი უკვე გააფრთხილეს, რომ თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდებოდა, ქვედა დივიზიონში დააქვეითებდნენ.
ტექსტორის არგუმენტებმა კომისიის წევრები ვერ დაარწმუნეს, რომლებმაც “ლიონის” დაქვეითების გადაწყვეტილება დაამტკიცეს. კლუბს გასაჩივრების უფლება აქვს. ინფორმაციას პროფესიული საფეხბურთო ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბს 505.1 მილიონი ევროს ოდენობის ვალი აქვს.
გასულ სეზონში “ლიონმა” ლიგა 1-ში მეექვსე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგაზე გავიდა. ამერიკელმა ბიზნესმენმა თქვა, რომ დავალიანების ნაწილი დაფარეს, ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირეს, ზოგიერთი მათგანი გაყიდეს, კლუბის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა და ოპტიმისტურადაა განწყობილი.
