ოფიციალურად: “მილანმა” ფონსეკა დაითხოვა, “როსონერის” კონსეისაუ გაწვრთნის

“მილანმა” პაულო ფონსეკა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა, აღნიშნული ინფორმაცია თავად სპეციალისტმა “რომასთან” (1:1) მატჩის შემდეგ დაადასტურა.
“მართალია, რომ “მილანს” ვტოვებ. ასეთია ცხოვრება, ჩემი სინდისი სუფთაა, რადგან ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო”, – განაცხადა ფონსეკამ, რომელიც “როსონერის” ივნისის თვიდან თავკაცობდა.
“როსონერი” “პორტოს” ყოფილმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაუმ ჩაიბარა, რომელიც გასული ზაფხულის შემდეგ უმუშევარი იყო.
შეგახსენებთ, 18 ტურის შემდეგ “მილანი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს და ჩემპიონატის ლიდერ “ნაპოლისა” და “ატალანტას” 14 ქულით ჩამორჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში