“მილანმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონში გუნდს მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი აღარ უხელმძღვანელებს.
“როსონერიმ” 58 წლის სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის, ევროასპარეზზე დაბრუნებისა და სკუდეტოს მოპოვებისთვის მადლობა გადაუხადა.
პიოლი “სან სიროზე” 2019 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული მუშაობდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას “მილანში” პორტუგალიელი პაულო ფონსეკა ჩაანაცვლებს, ვინაც ახლა ფრანგულ “ლილს” ხელმძღვანელობს.