ოფიციალურად – “მილანის” მწვრთნელად სერჟიო კონსეისაუ დანიშნეს

გადაყენებული პორტუგალიელი პაულო ფონსეკას ნაცვლად, “მილანის” მწვრთნელად მისი 50 წლის თანამემამულე სერჟიო კონსეისაუ დანიშნეს.
სერჟიო კონსეისაუს “მილანმა” კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ის 2017-2024 წლებში “პორტუს” ედგა სათავეში და გუნდი მისი ხელმძღვანელობით სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
სერჟიო კონსეისაუს დანიშვნამდე “მილანმა” პოსტი მაურიციო სარის შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
“როსონერი” 18 ტურის შემდეგ სერია A-ში მერვე ადგილზეა, ლიდერებს “ატალანტასა” და “ნაპოლის” 14 ქულით ჩამორჩება და 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში