ოფიციალურად: “ლაციო” ტუდორმა ჩაიბარა

“ლაციო” იგორ ტუდორმა ჩაიბარა. ამის შესახებ ინფორმაცია ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა.
წყაროს ცნობით, ხორვატმა სპეციალისტმა “არწივებთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მუშაობას სულ მალე შეუდგება.
შეგახსენებთ, გასულ კვირას “ლაციო” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “ბაიერნთან” მარცხის შემდეგ მაურიციო სარიმ დატოვა.
ტუდორი ბოლოს “მარსელს” წვრთნიდა, სხვადასხვა დროს კი “გალათასარაის”, “უდინეზეს”, “ჰაიდუკს”, “პაოკს”, “ვერონასა” და “ქარაბუქსპორს” ავარჯიშებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში