ოფიციალურად: კეილორ ნავასი პსჟ-ს დატოვებს

“პარი სენ ჟერმენის” მეკარე კეილორ ნავასი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს დატოვებს, ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთელმა დაადასტურა.
“პარკ დე ფრანსზე გატარებული ყოველი წამი საოცარი იყო”, – წერს 37 წლის ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ნავასი “პარი სენ ჟერმენს” 2019 წელს, “რეალიდან” 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. კოსტა-რიკელი კარის დარაჯი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით “ნოტინგემ ფორესტში” ასპარეზობს.