ცნობილი ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას “გაგრაში” გააგრძელებს, ამის შესახებ კლუბმა ოფიციალური განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, 33 წლის შემტევმა რამდენიმე თვის წინ “TFA DUBAI”-სთან კონტრაქტი გუნდის მხრიდან ფინანსური პრობლემების გამო გაწყვიტა.
ოქრიაშვილი “გაგრას” აღზრდილია, საიდანაც 2010 წელს “შახტარს” შეუერთდა.
“ლეგენდა სახლში დაბრუნდა! ჩვენი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილი კვლავ “გაგრას” ღირსებას დაიცავს”, – ვკითხულობთ “გაგრას” ინსტაგრამგვერდზე.
