თბილისის “დინამოს” ყოფილი მწვრთნელი ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერი ავსტრიული “სერკლ ბრიუგეს” დამრიგებლად დაინიშნა.
45 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა, თუმცა შრომით ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომელიც თანამშრომლობის კიდევ 1 წლით გაგრძელებას ითვალისწინებს.
ფელდჰოფერის მისია გუნდისთვის უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება იქნება. “სერკლ ბრიუგეს” ბელგიის ჩემპიონატის 17 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.