ოფიციალურად – ზივზივაძე ბუნდესლიგის გუნდის ფეხბურთელია

30 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე “კარლსრუედან” ბუნდესლიგის “ჰაიდენჰაიმში” გადავიდა.
კლუბის საიტის ცნობით, ზივზივაძეს კონტრაქტი 2029 წლამდე გაუფორმეს და ახალ გუნდს საწვრთნელ შეკრებაზე პარასკევ საღამოს ალგორფში შეუერთდება.
“ბუდუს თამაშს “კარლსრუეში” უკვე კარგა ხანი ვაკვირდებოდით. იქ გასულ სეზონში აბსოლუტური ლიდერი იყო, მიმდინარე სეზონში პროგრესი კიდევ უფრო განიცადა, 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა და დაამტკიცა, რომ ბომბარდირის განსაკუთრებული მონაცემები გააჩნია. ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დაუყოვნებლივ შეუძლია ჩვენი გუნდის დახმარება. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი კლუბი აირჩია”, – განაცხადა “ჰაიდენჰაიმის” მმართველი საბჭოს
ხელმძღვანელმა ჰოლგერ სანვალდმა.
“ჩემს შესაძენად “ჰაიდენჰაიმმა” დიდი ძალისხმევა გაიღო და ბუნდესლიგაში ასპარეზობის შანსის გამოყენებაზე უმალ დავთანხმდი. ახლა მინდა ჩემი წვლილი შევიტანო გუნდის ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. მოუთმენლად ველი ჩემპიონატის განახლებას”, – თქვა ქართველმა ფორვარდმა.
ზივზივაძის ახალი გუნდი 15 ტურის შემდეგ გერმანიის ჩემპიონატზე 10 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 11 იანვარს “უნიონს” უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში