ოფიციალურად: გიორგი წიტაიშვილი იჯარის წესით “გრანადაში” ითამაშებს

გიორგი წიტაიშვილი კიევის “დინამოდან” “გრანადაში” ერთწლიანი იჯარის წესით ითამაშებს, ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა.
როგორც UA Football-ი წერს, კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება შეტანილი არ არის.
გასულ სეზონში “გრანადამ” ლა ლიგაში მე-20 ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ლა ლიგა 2-ში იასპარეზებს.
წიტაიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით ბათუმის “დინამოში” გაატარა, სადაც 19 მატჩში 1 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
ძაან მაგარია პატარა თავის გამოჩენა მანდ და ჩათვალე მომავალ წელს პრიმერაში ხარ სადმე საშვალო გუნდში წარმატებები. ისე ამ კიევის დინამოსთან დაქორწინდა თუ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული რომ სულ მაგათი საკუთრებაა ვერ გავიგე.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში