ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ახალ გუნდში გადავიდა

საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია კარიერას კვიპროსულ “არისში” განაგრძობს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.
30 წლის თავდამსხმელს “აპოელთან” კონტრაქტი ამოეწურა, თავისუფალი აგენტის სტატუსი ჰქონდა და ახალ კლუბთან ხელი 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა.
“არისი” გასულ სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში მე-4 ადგილზე გავიდა და ევროტურნირების მიღმა დარჩა.
“ანორთოსისისა” და “აპოელის” შემდეგ ეს ქვილითაიასთვის კვიპროსში მესამე გუნდია.