22 წლის ნახევარმცველი გიზი მამაგეიშვილი “იბერია 1999”-დან “შტურმში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, – ინფორმაცია ავსტრიული კლუბის საიტმა დაადასტურა.
“შტურმმა” გიზი მამაგეიშვილს კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუფორმა და აღნიშნა, რომ ის “იბერია 1999”-ის კაპიტანი და საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო.
მამაგეიშვილმა თქვა, რომ გრაცულ გუნდში გადასვლამდე ოთარ კიტეიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც კლუბი ყოველმხრივ დადებითად დაუხასიათა და მოუთმენლად ელის სეზონისწინა მზადების დაწყებას.
გრაცული კლუბის დირექტორმა მიხაელ პარენსენმა განაცხადა, რომ მამაგეიშვილი შესანიშნავი ტექნიკით და მენტალიტეტით გამორჩეული ფეხბურთელია, არაერთი შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ არჩევანი “შტურმზე” გააკეთა.
უსაზღვრო “კვარათამასა” – ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
საფონოვი შევალიესთვის კოშმარია – სურათიდან აღარ ამოშალეს
რა სჭირს “ვილიარეალს”? – მიქაუტაძის გუნდი თასიდან ქვედალიგელმა გამოაგდო
კიტეიშვილის “შტურმი” სახლში “ცრვენა ზვეზდასთან” დამარცხდა
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი…
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] ფავორიტებმა იოლად მოიგეს! “იბერიას” ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება აშორებს…
კიტეიშვილის “შტურმი” სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
კიტეიშვილი შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა
[VIDEO. საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. ფინალი] “იბერიას” დუბლი არ გამოუვიდა, “დილა” თასს მეორედ დაეპატრონა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის “იბერია 1999” ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
კიტეიშვილის “შტურმმა” გრაცულ დერბიში გაიმარჯვა
[VIDEO] კიტეიშვილის შედევრი, რომელიც დიდხანს გვემახსოვრება – “შტურმი” “პანათინაიკოსთან” მაინც დამარცხდა
კიტეიშვილის “შტურმი” კვლავ დამარცხდა
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება…




