ოფიციალურად – “ბორჯღალოსნებსა” და “შავ ლომს” ახალი მწვრთნელი ჰყავს

საქართველოს ნაკრებისა და “შავი ლომის” მწვრთნელად რიჩარდ კოკერილი დანიშნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პირველი ქართული ფრენჩაიზი თავისი “ფეისბუქის” გვერდით ავრცელებს:
“ახალ წელს დიდი ამბით შევხვდით – “ბორჯღალოსნებსა” და “შავ ლომს” ახალი მწვრთნელი ჰყავს.
რიჩარდ კოკერილი წლების განმავლობაში იყო ფრანგული “ტულონის”, “მონპელიესა” და შოტლანდიური “ედინბურგის” მთავარი მწვრთნელი, ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელი. მას უმუშავია როგორც ედი ჯონსთან, ასევე სტივ ბორსვიკთან.
მოთამაშის კარიერის განმავლობაში, კოკერილი იცავდა “ლესტერ ტაიგერსისა” და “კლერმონის” ღირსებას, ინგლისის ნაკრების მაისურით კი 27 თამი 3 ლელო აქვს დადებული”.
ლევან მაისაშვილს სანამ გააკრიტიკებს ვინმე ჯერ მოთამაშეების საქციელები მოიკითხოს კარგად მსოფლიოზე და მერე ილაპარაკოს, ტრამვებს აღარ ვახსენებ, გააანალიზეთ ცოტა რა მოხდა მსოფლიოზე…