ოფიციალურად: ბათუმის “დინამოს” ჭიაბრიშვილი გაწვრთნის

ბათუმის “დინამოს” გამოცდილი ქართველი სპეციალისტი გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.
ჭიაბრიშვილი ბოლოს თბილისის “დინამოს” წვრთნიდა, სხვადასხვა დროს კი “ზესტაფონს”, “საბურთალოსა”, “ლოკომოტივსა” და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ავარჯიშებდა.
შეგახსენებთ, იქამდე ბათუმელებს უკრაინელი ანდრეი დემჩენკო თავკაცობდა, რომელიც თანამდებობიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, ს “დინამო” ეროვნულ ლიგაში 28 ტურის შემდეგ 42 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ