ოტია იოსელიანის ფრაზა – „ მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ თავის ღალატსაც ღალატობსო“ გახარიას შეეფერება, რომელიც გვმოძღვრავს უცხოეთიდან და თითქოს სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს

ოტია იოსელიანის ფრაზა – „ მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ თავის ღალატსაც ღალატობსო“ გახარიას შეეფერება, რომელიც გვმოძღვრავს უცხოეთიდან და თითქოს სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს
კოლეგებო, ერთი ასეთი ფრაზა მახსენდება ოტია იოსელიანის: „ მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს იგი მაშინ თავის ღალატსაც ღალატობსო“, ეს ბატონ გახარიას შეეფერება, რომელიც გვმოძღვრავს უცხოეთიდან და თითქოს სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს და ყველაზე კარგად ჩვენს გუნდს მოეხსენება, თუ რატომ შეეფერება ეს ყველაზე კარგად გიორგი გახარიას,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე. ლევან მაჭავარიანი ფაქტებით ამხელს გახარიას პარტიის წევრებს, თუ რატომ წარმოადგენენ ისინი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“.
„ჩვენს საზოგადოებას ძალიან ბევრჯერ აქვს ის 3 თუ 4 სხვადასხვა გაჟღერებული ვერსია მოსმენილი გახარიას მხრიდან თუ რატომ გადადგა, რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით მისი შეცვლილი ჩვენება, ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით მისი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და ა.შ. მე მინდა ფაქტებით ჩავყვე თუ რატომ წარმოადგენთ თქვენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რაზეც ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა და ფორმატი არ მაძლევს საშუალებას, თორემ ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. როდესაც ბატონი გახარია პოლიტიკაში შემობრუნდა ეს იყო, როდესაც ჩვენ დაგვიწესეს 43 %-იანი ბარიერი და ზუსტად გარე მითითებით მაგ დროს შემობრუნდა აცხადებდა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი იყო, რომ ჩვენგან ხმები წაეღო და ვერ გადაგველახა 43 პროცენტი.
ჩვენ მაინც შევძელით 47 პროცენტის აღება ამის მიუხედავად, თუმცა იმას შევახსენებ საზოგადოებას და თქვენ, ჩვენო კოლეგებო, დღეს უკვე, რომ 4 მუნიციპალიტეტში შექმენით კოალიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ეს არის პირდაპირი პარტნიორობა ეს ხომ ფაქტია, ამას ვერ გაექცევით. ამის შემდეგ 2022 წელი დადგა, ურთულესი წელი საქართველოსთვის, სადაც ჩვენ დანის პირზე ვიარეთ, რომ ომში არ აღმოვჩენილიყავით და თქვენ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მდიდარ ენჯეოებთან ერთად აწარმოებდით საქართველოს გაშავების კამპანიას. რომ თითქოს საქართველო იყო შავი ხვრელი რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების კუთხით, ეს ხომ კარგად გახსოვთ და ისიც ხომ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ძალისხმევით ჩამოვიდნენ ევროკავშირიდან, ბრიტანეთიდან, -დან, სანქციების კოორდინატორები და დაადასტურეს, რომ საქართველო 5-იანზე მუშაობდა ამ მიმართულებითაც. ერთი ბოდიშიც არ მოგიხდიათ“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს