ოტია იოსელიანის ნაწარმოებები იაპონიაში გაიყიდება

მწერალი, ოტია იოსელიანის ნაწარმოებები იაპონიაში გაიყიდება. ამის შესახებ BM.GE-სთან მწერლის შვილიშვილმა და “ოტიას ეზოს” დამფუძნებელმა, ოტია იოსელიანმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მწერლის შემოქმედებით იაპონური მხარეა დაინტერესებული და ნაწარმოებების თარგმნასა და მის დაბეჭდვაზე სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს.
„საგამომცემლო საქმიანობას მოვკიდეთ ხელი. ამ ეტაპზე, ოტია იოსელიანის ნაწარმოებების თარგმნის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ინგლისურ და იაპონურ ენებზე გადაითარგმნება. ჩვენი ფუნქცია კი ისაა, რომ ინტელექტუალური საკუთრების მფლობელები ვართ და მათ უფლება მივეცით, ნაწარმოებები ეთარგმნათ.
ნაწარმოებები საქართველოში ითარგმნება, ხოლო მისი ელექტრონული ვერსია იაპონიაში გაიგზავნება, სადაც მისი დაბეჭდვდა და რეალიზაცია მოხდება. ამასთან, ნაწარმოები იაპონურ Amazon-ზეც განთავსდება და მომხმარებელს შეეძლება მწერლის ნაწარმოები ონლაინაც შეიძინოს,“- აცხადებს იოსელიანი.
მისივე ცნობით, პირველ ეტაპზე, „დაჩის ზღაპრების“ თარგმნა მიმდინარეობს და იქიდან გამომდინარე, თუ როგორ იმუშავებს პროექტი, იაპონური სხვა ნაწარმოებების თარგმნასაც გეგმავს.
ინფორმაციისთვის, ქართველი მწერლის სახლ-მუზეუმი “ოტიას ეზო” წყალტუბოში 2015 წელს მისი ოჯახის წევრების მიერ დაფუძნდა და აგროტურისტულ საქმიანობას ეწევა.

ასევე დაგაინტერესებთ

მწერალი ალექ ჩიღვინაძე: „0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!