მწერალ, ოტია იოსელიანის “დაჩის ზღაპრები” იაპონურ Amazon-ზე იყიდება. ამის შესახებ მწერლის შვილიშვილმა, ოტია იოსელიანმა BM.GE-სთან ისაუბრა.
ონლაინ პლატფორმაზე წიგნის ფასი $5.31-ს შეადგენს.
ოტია იოსელიანის შვილიშვილის თქმით, საწყის ეტაპზე და იმის ფონზე, რომ მარკეტინგული კამპანიები არ ჰქონიათ, მათთვის საკმაოდ წარმატებული სტარტი აღმოჩნდა.
“ოტია იოსელიანის ნაწარმოებების ნაწილი ითარგმნა და იაპონურ ამაზონზე ნორმალური ტემპით იყიდება, ხოლო გარკვეული ნაწილი ახლა ითარგმნება. სავარაუდოა, რომ სხვა ნაწარმოებების თარგმნაც გაგრძელდება “, – ამბობს ოტია იოსელიანი.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მწერლის შემოქმედებით იაპონური მხარე დაინტერესდა და ნაწარმოების თარგმნა და დაბეჭდვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
ინფორმაციისთვის, ქართველი მწერლის სახლ-მუზეუმი “ოტიას ეზო” წყალტუბოში 2015 წელს მისი ოჯახის წევრების მიერ დაფუძნდა და აგროტურისტულ საქმიანობას ეწევა.