ოსტინმა დაადასტურა, რომ აშშ-მა შეაჩერა ისრაელისთვის შეიარაღების ერთი პარტიის მიწოდება რაფაჰში სამხედრო ოპერაციის გამო

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა სთვის დიდი სიმძლავრის საბრძოლო მასალის მიწოდება ვაშინგტონის შეშფოთების ფონზე ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო ქალაქ რაფაში, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში.
იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ზოგიერთი იარაღის მიწოდება ისრაელისთვის, ადრე Axios-ი იტყობინებოდა წყაროებზე დაყრდნობით. მოგვიანებით ინფორმაცია The New York Times-მა და Associated Press-მა დაადასტურეს ასევე წყაროებზე დაყრდნობით.
8 მაისს სენატის ასიგნებების კომიტეტის მოსმენაზე ოსტინმა თქვა: „სიტუაციის შეფასების შემდეგ, ჩვენ შევაჩერეთ დიდი სიმძლავრის საბრძოლო მასალის ერთი პარტიის მიწოდება. ჩვენ ჯერ არ მიგვიღია საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ გავაგრძელოთ ეს მიწოდება“, – იტყობინება Reuters-ი.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება ისრაელის შესაძლო ოპერაციას რაფაჰში, შიშობს რა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ბედის გამო.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა საბრძოლო მასალის ერთი პარტიის მიწოდების შეჩერება. მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ისრაელისთვის სხვა პარტიების მიწოდების „შეფასება“. დეტალები მას არ დაუსახელებია.
იტყობინებიან, რომ შეჩერებულია ისრაელში 2 ათასი გირვანქის წონის (907 კგ) 1800 ბომბის, ასევე 500-გირვანქიანი (დაახლოებით 227 კგ) 1700 ბომბის გაგზავნა. ისინი შედის არა დახმარების პაკეტში, რომელიც ახლახან მიიღო -ის კონგრესმა, არამედ ადრე დამტკიცებულ პაკეტში. მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილება გასულ კვირაში მიიღეს პრეზიდენტ ს მონაწილეობით.
ამასთან, გასულ კვირაში ისრაელს ჯერ არ ჰქონდა ჩატარებული ოპერაცია რაფაჰში. ორშაბათს, მას შემდეგ, რაც კაიროში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მორიგმა რაუნდმა შედეგი არ გამოიღო, ისრაელის სამხედროებმა რაფაჰის რამდენიმე უბნის მაცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ იქ ჩატარდება ოპერაცია ჰამასის დაჯგუფების წინააღმდეგ (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული). ამის შემდეგ დაიწყო დაბომბვა. ასევე ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორის მხრიდან დაიკავეს ეგვიპტის საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტი „რაფაჰი“. თავად ქალაქში ჯერ არ არის ქუჩის ბრძოლები.
ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში თავდასხმა განახორციელა პალესტინურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება ჰამასმა (აშშ-სა და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად). თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი, 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს. ისრაელმა განაცხადა, რომ მისი მიზანია ჰამასის სრული განადგურება. რაფაჰს ისრაელის ხელისუფლება ჯიჰადისტების უკანასკნელ საყრდენად მიიჩნევს.
მას შემდეგ, რაც ისრაელმა შარშან შემოდგომაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო ღაზის სექტორში, მის იერიშებს 34 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.
აშშ-მა რამდენჯერმე გააფრთხილა ისრაელი, რომ არ ჩაატაროს სამხედრო ოპერაციები ღაზის სამხრეთში. ვაშინგტონი აღნიშნავდა, რომ რაფაჰში მილიონამდე ლტოლვილი იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!