ოსტინი ქვეყნებს მოუწოდებს, Patriot-ის ტიპის საჰაერო სისტემები უკრაინას გადასცენ

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა 30 აპრილს პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცენ ს, რომელიც ბევრჯერ გამოვიდა მეტი საჰაერო სისტემის მიწოდების თხოვნით, რათა ქალაქები და ინფრასტრუქტურა ს თავდასხმებისგან დაიცვას.
“არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ Patriot-ის [სისტემები], და ჩვენ განვაგრძობთ ამ ქვეყნებთან თანამშრომლობას”, – უთხრა ოსტინმა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს. “მე თავად ვესაუბრე რამდენიმე ქვეყნის ლიდერებს… ბოლო ორ კვირაში და მოვუწოდე … მეტი შესაძლებლობის მიწოდებისკენ”.
უკრაინის პრეზიდენტმა მ ნატოს წევრ ქვეყნებს გასულ კვირაში უთხრა, რომ მის ქვეყანას Patriot-ის ტიპის სულ მცირე შვიდი დამატებითი სისტემა ესაჭიროება რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად.
ოსტინმა კომიტეტის წევრებს ასევე უთხრა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს, ყოველ კვირაში ესაუბრება და “მან კარგად იცის, რასაც ვაკეთებთ, როგორ ვთანამშრომლობთ სხვა ქვეყნებთან, ვეძებთ დამატებით შესაძლებლობებს მსოფლიოს გარშემო”.

ასევე დაგაინტერესებთ