ნორვეგიის იუსტიციის მინისტრი ემილი ენგერი აცხადებს, რომ ოსლო მზად არის, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩაკეტოს საზღვარი რუსეთთან.
იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან ერთადერთ სახმელეთო სასაზღვრო პუნქტში, სტურსკუგში, ამჟამად მიგრანტთა გაზრდილი აქტივობა არ შეინიშნება.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს სიტუაციას და შესაძლოა, მიზანშეწონილი იყოს საზღვრის დაუყოვნებლივ დახურვა, საჭიროების შემთხვევაში“, – აღნიშნა მინისტრმა.
ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 ნოემბრიდან ფინეთი რუსეთთან საზღვარზე ოთხ გამშვებ პუნქტს ხურავს. 18 ნოემბრიდან დაიხურება ვაალიმაას, ნუიიამაას, იმატრასა და ნიიტალას სასაზღვრო გამშვები პუნქტები.