ოსლოში გამართულ დეგუსტაციაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანიის ღვინო იყო წარმოდგენილი

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამართულ დეგუსტაციაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებას ადგილობრივი სომელიეები, ღვინის ექსპერტები, მედიისა და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს -ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.
სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მარკეტინგული აქტივობების განხორციელება აღნიშნულ ბაზარზე 2022 წლიდან აქტიურად დაიწყო. ნორვეგიაში, შვედეთსა და ში, 2022-2024 წლებში, ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, დეგუსტაცია-პრეზენტაციები და სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენებები გაიმართა; ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ საერთაშორისო გამოფენებში “RAW WINE“ (კოპენჰაგენი), “Expovina”(ციურიხი) და “Stockholm Food and Wine” (სტოკჰოლმი)”, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.