ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო საგა დასასრულს მიუახლოვდა. გუშინ ბოლო დეტალები შეთანხმდა და ახლა ნიგერიელი სტამბულში უნდა დაბრუნდეს, რის შემდეგაც მისი ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც თურქული გამოცემა A Spor წერს, ნიგერიელი სტამბულში ხვალ ან ზეგ ჩაფრინდება, წარდგენა კი 2 აგვისტოს “ლაციოსთან” ამხანაგური მატჩის წინ მოხდება.
ზემოთ ერთი დეტალი ვახსენეთ, რომელიც გუშინ შეთანხმდა. საქმე იმაშია, რომ “გალათასარაი” ფეხბურთელს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობდა, აფრიკელს კი 4-წლიანი შრომითი ხელშეკრულება სურდა და კლუბი საბოლოოდ ამაზეც დაიყოლია.
თურქები “ნაპოლის” 75 მილიონ ევროს გადაუხდიან. Il Mattino წერს, რომ ოსიმენმა სტამბოლელებისგან საბოლოოდ ის პირობები მიიღო, რასაც საუდის არაბეთში სთავაზობდნენ. მისი ხელფასი დაახლოებით 15 მილიონი ევრო იქნება, რასაც გოლებსა და ასისტებზე საბონუსე სისტემაც დაემატება. ის ასევე დაიწყებს საკუთარი იმიჯის მართვას, რომელსაც იტალიური სააგენტო ჩაიბარებს.
A Spor გვამცნობს იმასაც, რომ ოსიმენს თურქეთში დიდებული ცხოვრება ექნება და მისთვის “გალათასარაის” წარმომადგენლებმა სტამბოლის ქემერბურგაზის რაიონში დიდი ვილა უკვე უზრუნველყვეს. მისი სახლი “გალათასარაის” კიდევ ერთი ვარსკვლავის მაურო იკარდის სახლთან ახლოს იქნება.
· გელა ღმერთმა შეარგოს
პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება – შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება
[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე – “გალათასარაის” ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა
კასანოს კრიტიკით დაიღალა – ლეაომ იტალიელს პასუხი გასცა
“ნაპოლიმ” 28 წლის სერბი მეკარის დამატების შესახებ გვაუწყა
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში – ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
“თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!” – ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
[PHOTO] ოსიმენს ნეაპოლში უკადრებელი აკადრეს და “გალათასარაი” გამოისყიდის
დონარუმა და ოსიმენი ერთ გუნდში – ნუთუ ეს შესაძლებელია?
“ვფიქრობ, “ინტერი” ამ გუნდებზე უკანაა” – ერნანეშმა სკუდეტოს ფავორიტები დაასახელა
განშორება ახლოვდება – “გალათასარაი” ოსიმენს “ნაპოლისგან” გამოისყიდის
“100 მილიონი დახარჯეს, მაგრამ ეს ფეხბურთელი აუცილებლად უნდა იყიდონ” – ფედელემ “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა
ნაპოლიმ სერია B-ს “კატანძაროს” მინიმალური ანგარიშით მოუგო
გრილიში უკვე ნეაპოლშია, სტერლინგიც შეიძლება ჩავიდეს
[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე – “გალათასარაის” ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? – მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
