“ოსიმენს მხოლოდ ამ პირობით გავყიდით… რა მოხდება თუ ის ჩვენთან დარჩება?” – “ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა ნიგერიელზე ისაუბრა

“ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ნიგერიელს “პარტენოპეის” დატოვება სურს, კლუბის გადაწყვეტილებით კი ვიქტორი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს და “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს მისი მოედანზე გამოყენების უფლება არ ეძლევა.
“პარტენოპეი” ოსიმენის სანაცვლოდ მისი გამოსასყიდი თანხის, 130 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს, რასაც ნიგერიელის მსურველი კლუბები არ თანხმდებიან.
მანას თქმით, ისინი საკუთარი პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და ოსიმენს მხოლოდ მოთხოვნილი თანხის სანაცვლოდ დათმობენ.
“კონტემ “ვერონასთან” მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ოსიმენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია,
ამიტომ მის იაფად გაყიდვას არ ვაპირებთ. ნიგერიელის აგენტსა და მის გარემოცვას ჰგონიათ, რომ ვიქტორის გაყიდვას ნაკლებ ფასად დავთანხმდებით, ამიტომ კარგი იქნება, თუ ისინი სიტუაციას მალე გაიაზრებენ. ოსიმენს მხოლოდ იმ შემთხვევაში გავყიდით, თუ მისი მსურველი კლუბები ჩვენ მიერ მოთხოვნილ თანხას გადაიხდიან.
არსებობს თუ არა შანსი რომ ოსიმენი “ნაპოლიში” დარჩეს? თუ 30 აგვისტომდე მისი გაყიდვა ვერ მოხერხდება, იგი გუნდის მთავარ მწვრთნელს შეხვდება. შეგახსენებთ, ვიქტორს “ნაპოლისთან” ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს”, – განაცხადა მანამ.
ცნობისთვის, ოსიმენის შეძენით “პარი სენ ჟერმენი” და ლონდონის “ჩელსი” ინტერესდებიან.