ოსიმენს მადა გაეზარდა – ცნობილიო გახდა, რა ხელფასი მოსთხოვა ნიგერიელმა “არსენალს”

თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი მალე დატოვებს “ნაპოლის”. ეს ფაქტიურად კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, ხოლო ნიგერიის ნაკრების კაპიტანმა ვილიამ ტროსტ-ეკონგმა თქვა, რომ იცის, რომელ გუნდში გადავა ზაფხულში ოსიმენი, მაგრამ ვერ გაამხელს.
ცნობილია, რომ ოსიმენს “არსენალი” ეპატიჟება, GiveMeSport-ი კი იტყობინება, რომ ლონდონურ კლუბს მისი შეძენა გაუჭირდება, რადგან გამოსასყიდად 100 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს და თანაც ფეხბურთელი მაღალ ხელფასს ითხოვს – კვირაში დაახლოებით 300 ათასს. თუ “მეთოფეები” ვიქტორს დათანხმდა, ის გუნდში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.
გამოცემა იტყობინება, რომ თუ “არსენალმა” ეს ტრანსფერი
ვერ განახორციიელა, ოსიმენს არანაკლები შეთავაზებები ს კლუბებისგან აქვს, რომლებიც მის ხელში ჩასაგდებად დიდი ფულის გადასახდელად მზად არიან. ასე რომ, ს აგენტის, მამუკა ჯუღელის ნათქვამი, რომ ვიქტორი შეიძლება საუდის არაბეთში გადაბარგდეს, რეალობას მოკლებული არ არის.
რაც შეეხება ნახევარმცველ ჟორჟინიოს “ნაპოლიში” დაბრუნებას, მისმა აგენტმა განაცხადა, რომ მიზანი ივნისამდე “არსენალთან” მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებაა.