“ოსიმენმა 2 მილიონი არაფერში მიიღო, კონტემ უნდა გამოიყენოს” – იტალიელმა ჟურნალისტმა ნიგერიელზე ისაუბრა

სერია A-ს პირველ ტურში “ნაპოლისა” და “ვერონას” მატჩის (0:3) შემდეგ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ Repubblica-სთან ინტერვიუში “პარტენოპეის” ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ნიგერიელს “ნაპოლის” დატოვება სურს, ამიტომ ძირითადი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს და კლუბის გადაწყვეტილებით, ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობას არ იღებს.
კონდოს თქმით, ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს და ანტონიო კონტეს მოედანზე ვიქტორ ოსიმენის გამოყენების უფლება უნდა მიეცეს.
“ნაპოლის” გუშინდელი საშინელი მატჩის შემდეგ შეუძლებელია, რომ ოსიმენი კვლავ ტრიბუნაზე დარჩეს და ამაში თვეში მილიონი ევრო მიიღოს. ეჭვგარეშეა, რომ ამ მომენტში ვიქტორის სანაცვლოდ
მის გამოსასყიდ თანხას, 130 მილიონ ევროს არცერთი კლუბი არ გადაიხდის.
თუ პსჟ შეთავაზებას გააკეთებს, რისი ალბათობაც დაბალია, რადგან ლუკმენის გაფორმებასთან ახლოს არიან, 130 მილიონ ევროსთან ახლოსაც კი არ იქნება. სანამ დე ლაურენტისი გადაწყვეტილებას მიიღებს, კონტეს ოსიმენის გამოყენების უფლება უნდა მიეცეს”, – განაცხადა კონდომ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” ჩემპიონატში მორიგ მატჩს 24 აგვისტოს, შინ, “ბოლონიას” წინააღმდეგ გამართავს.