ოსიმენმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა

„ნაპოლის“ ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი, დიდი ალბათობით, კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.
თურქი ჟურნალისტის, სერდარ ალი ჩელიქლერის ინფორმაციით, ნიგერიელმა უკვე შეათანხმა ინგლისურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი. წყაროს ცნობით, „იუნაიტედი“ ოსიმენის სანაცვლოდ „ნაპოლის“ 60 მილიონ ევროს გადაუხდის.
ამ სეზონში 26 წლის ვიქტორ ოსიმენი იჯარით „გალათასარაიში“ თამაშობს. ფორვარდმა ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში