ოსიმენმა თურქეთის ჩემპიონატზე ჰეთ-თრიკი შეასრულა

თურქეთის სუპერლიგის 27-ე ტურში „გალათასარაიმ“ სახლში „ანტალიასპორი“ 4:0 დაამარცხა, ოთხიდან სამი გოლი (ერთი პენალტით) კი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.
ოსომენის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 30 მატჩში 26 გოლი და 5 საგოლე პასია. ის „ნაპოლის“ მიერ სტამბოლურ გუნდში ზაფხულამდეა განათხოვრებული.
„გალათასარაი“ 71 ქულით ჩემპიონატის ლიდერია და 10 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ფენერბაჰჩეს“, რომელსაც ორი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში