თურქეთის სუპერლიგის მე-7 ტურში “გალათასარაიმ” “ქასიმფაშას” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.
სტამბულელთა რიგებში ვიქტორ ოსიმენმა სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა, ვიქტორმა საკუთარი გუნდი მე-20 წუთზე დააწინაურა და გატანილი გოლი ორიგინალურად აღნიშნა, 8 წუთში კი ნიგერიელმა დუბლი შეასრულა. 34-ე წუთზე მაურო იკარდიმ “გალათასარაი” წინ სამბურთიანი სხვაობით გაიყვანა.
მიუხედავად კომფორტული სხვაობისა, “ქასიმფაშამ” ქამბექი შემოგვთავაზა და მატჩი ფრედ დასრულდა.
ოსიმენმა მიმდინარე სეზონში “გალათასარაის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 4 მატჩი გამართა, მის ანგარიშზე 2 გატანილი გოლი და 4 საგოლე პასია.
“გალათასარაი” თურქეთის სუპერლიგას 19 ქულით
ლიდერობს და უახლოეს მდევარ “სამსუნსპორს” 4 ქულით უსწრებს.