ოსიმენი ღამის კლუბში ფანს თავს დაესხა [VIDEO]

“ნაპოლის” თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ღამის კლუბში ფანს თავს დაესხა.
ნიგერიელი ღამის კლუბში ერთობოდა, როდესაც ვიქტორმა შეამჩნია, რომ გულშემატკივარი ვიდეოს უღებდა, ოსიმენმა მისთვის ტელეფონის წართმევა სცადა.
ჯერჯერობით უცნობია, დაისჯება თუ არა “პარტენოპეის” ფორვარდი.
შეგახსენებთ, ოსიმენი “ნაპოლისთან” ერთად საწვრთნელ შეკრებას არ გადის, რადგან კლუბის დატოვება სურს.
მოკლედ, ჯადო აქვს ამ ბიჭს გაკეთებული – არავინ არ ყიდულობს, თავს ვერ ესხმისო და აჰა, თავს დაესხა და ახლა ამისთვის დასჯას უპირებენ… რა ქნას, კარში ჩადგეს?!…