“ოსიმენი ნობათი კი არაა საფოსტო გზავნილივით გააგზავნონ” – ვიქტორი და მისი აგენტი გაჯიუტდნენ

ვიქტორ ოსიმენს ცოცხალი თავით არ უნდა ს “ალ აჰლიში” კარიერის გაგრძელება, მისმა აგენტმა, რობერტო კალენდამ კი სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
“ოსიმენმა და კლუბმა ახლახან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით განაახლეს. ის გუნდის ისტორიაში შევიდა. როდესაც კარგი წინადადებები ჰქონდა (მათ შორის წელს), ყოველთვის კლუბის გადაწყვეტილებას ვცემდით პატივს. როგორც უკვე ვთქვი, ის ნობათი არაა საფოსტო გზავნილის სახით სადღაც შორს რომ გააგზავნონ, რათა ვიღაც სხვისთვის ადგილი გამოანთავისუფლონ. ვიქტორი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, “ოქროს ბურთის” ნომინაციაში მერვე ადგილზე გავიდა. მას კიდევ ბევრი რამ აქვს ევროპაში სათქმელი
და “ნაპოლისგან” პატივისცემას იმსახურებს”.
ჟურნალისტის, ჩირო ვენერატოს ცნობით, “ალ აჰლი” ოსიმენის ლოდინით დაიღალა და “ბრენტფორდის” თავდამსხმელის აივან ტონის შეძენას აპირებს.
Rai იტყობინება, რომ “ჩელსის” ცენტრფორვარდი რომელუ ლუკაკუ 48 საათის განმავლობაში ჩავა იტალიაში და მწვრთნელს, ანტონიო კონტეს უნდა 31 აგვისტოს “პარმასთან” ათამაშოს.