თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ამჟამად ნიგერიაში ოჯახთან ერთად ისვენებს და თავის მომავალზე საუბარი არ სურს, თუმცა ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.
ოსიმენი „ნაპოლისთან“ კონტრაქტით 2026 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული, „გალათასარაისთან“ საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა და ორშაბათს ნეაპოლურ გუნდს დიმაროში შეკრებაზე უნდა შეუერთდეს. Il Mattino წერს, რომ ვიქტორის სასწრაფოდ გაყიდვას კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ცდილობს, მაგრამ ფეხბურთელმა „ალ ჰილალში“ გადასვლა და „გალათასარაიში“ დარჩენა არ ისურვა, სახლში დაბრუნდება, მაგრამ რომელ სახლში?
ფეხბურთელის შესახებ კომენტარი საფეხბურთო ექსპერტებმა კარლო ალვინომ და ენრიკო ფედელემ გააკეთეს:
ალვინო: „ის დიდი პრობლემაა. მიუხედავად ამისა, სატრანსფერო ბაზრისთვის „ნაპოლი“ მოუმზადებელი არ აღმოჩნდა. „ოსის“ ნეაპოლში განცალკევებით ცხოვრება მოუწევს. კლუბს შეუძლია ასეთ წამგებიან ვარიანტზე წავიდეს, ხელფასი გადაუხადოს და არსადაც არ გაუშვას.
ფედელე: „ოსიმენი რთული ხასიათით ბალოტელის ჰგავს. მგონია, ბოლო-ბოლო „გალათასარაის“ წინადადებას დათანხმდება“.
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი – ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
“ოსიმენი “ნაპოლიში” ვეღარ დაბრუნდება, გეტყვით, სად გააგრძელებს კარიერას” – ფედელემ ნიგერიელზე ისაუბრა
“ნუთუ ამაზეც უარს იტყვის?!” – “ალ ჰილალის” სუპერ შეთავაზება ოსიმენს
საბოლოო უარი – ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო – “ალ-ჰილალი” ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს
შეთანხმება მიღწეულია – “ნაპოლი” კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
“ნაპოლის” კონკურენტი გამოუჩნდა – სანჩოს გადაბირება სერია A-ს სხვა კლუბმაც მოისურვა
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? – ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
დე ლაურენტისმა პოლიტანოს საქორწილო საჩუქარი გაუკეთა
ანტონიო კონტემ “ნაპოლიში” დარჩენის მიზეზი განმარტა
