“ოსიმენი კომფორტის ზონაშია, მაგრამ კვარას ამას როგორ აუხსნიან?” – იტალიელი ჟურნალისტი

იტალიელმა ჟურნალისტმა პეპე იანიჩელიმ Radio Marte-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, თუ “პარტენოპეი” ოსიმენის საკითხს სასწრაფოდ არ მოაგვარებს, ეს გუნდის გასახდელში არეულობას გამოიწვევს.
“ოსიმენის მშვენივრად მესმის, ის ყოველწლიურად 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, თუ მისი გასხვისება ვერ მოხერხდა, ნიგერიელი კომფორტის ზონაში დარჩება. მაგრამ ამას “კვარას” როგორ აუხსნიან? ასევე იმ სხვა ფეხბურთელებს, რომლებიც ამ თანხის მეათედს გამოიმუშავებენ. ვფიქრობ, ეს გასახდელში არეულობას გამოიწვევს”, – განაცხადა იანიჩელიმ.
შეგახსენებთ, ვიქტორ ოსიმენის დამატებით ყველაზე მეტად ლონდონის “ჩელსი” ინტერესდება, თუმცა “ნაპოლი” ნიგერიელის სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს
ითხოვს.