ოსიმენი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა – ნიგერიელს პრემიერ ლიგაში უხმობენ

CaughtOffside გვაუწყებს, რომ “ჩელსის” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ორი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ეყოლება, რითიც შეტევის გაძლიერებას ეცდება.
ერთი ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი “ნაპოლის” ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი იქნება, მეორე კი “ბრენტფორდის” თავდამსხმელი აივან ტოუნი.
მოგეხსენებათ, ნიგერიელ ფორვარდზე დიდი ხანია იწერება, რომ “პარტენოპეის” დატოვებს და კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
რაც შეეხება ტოუნის, მას უკანონო ფსონების განთავსება დაუმტკიცდა, რის გამოც დისკვალიფიცირებულია და ამ ეტაპზე ვერ თამაშობს.