მას შემდეგ, რაც „ნაპოლიმ“ „გალათასარაის“ ვიქტორ ოსიმენის 50+5 მილიონ ევროდ მიყიდვაზე უარი უთხრა, სტამბოლურმა კლუბმა გამოსასყიდი თანხის, 75 მილიონი ევროს გადახდაზე თანხმობა განაცხადა და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, – ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.
„გალათასარაის“ 75 მილიონის დაფარვა 5 წლის მანძილზე ტრანშებად სურს, რაზეც „ნაპოლი“ დაყაბულდა, მაგრამ საბანკო გარანტიებს ითხოვს. ანუ ფეხბურთელის ტრანსფერი განვადებით განხორციელდება.
ვიქტორი მზადაა „გალათასარაისთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმოს, რომლის მიხედვით მისი სეზონური ანაზღაურება 16 მილიონი იქნება. ის ამისათვის მხოლოდ კლუბების შეთანხმებას ელოდება.
ცნობისათვის, აქამდე „გალათასარაიმ“ ყველზე ძვირად, 18 მილიონად 2024 წელს „ნორვიჩისგან“ გაბრიელ სარა შეიძინა.
რომანო წერს, რომ ნიგერიელით „მანჩესტერი“ და პრემიერლიგის სხვა კლუბები იყვნენ დაინტერესებული, თუმცა მისმა მაღალმა სახელფასო მოთხოვნამ შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი გახადა.
ოსიმენი “ნაპოლის” პრობლემაა – შეიძლება ერთი წელი უქმობა მოუწიოს
“ინტერიდან” მიდის – ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება
ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო – ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
მიქაუტაძის სანაცვლოდ “რომაზე” 2 მილიონით მეტი შესთავაზეს – ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
“ნაპოლის” თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
განცხრომაშია. ოსიმენმა 407 750 დოლარად Rolls-Royce შეიძინა – ფეხბურთი აღარ ანაღვლებს?
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო – “ალ-ჰილალი” ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს
“ნაპოლი” “ფიორენტინას” თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
