თურქეთის სუპერლიგის მე-10 ტურში “გალათასარაიმ” “ბეშიქთაშს” უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. “ნაპოლიდან” “გალაში” განათხოვრებულმა ვიქტორ ოსიმენმა თავური დარტყმით 67-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
ვიქტორის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 4 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
შეგახსენებთ, სტამბოლურ გუნდს ოსიმენის გამოსყიდვის უფლება არ აქვს.