აფრიკის თასის მეოთხედფინალში ანგოლის 1:0 დამარცხების შემდეგ, ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს აბიჯანში ჯანმრთელობის პრობლემის გამო მოუწია დარჩენა.
Sky Sport-ის ცნობით, ოსიმენს მუცლის არეში ძლიერი ტკივილები ჰქონდა და გულშემატკივრები ძალიან შეაშინა, რადგან შეიძლებოდა ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკასთან ვერ ეთამაშა. დღეს მან სამედიცინო შემოწმება გაიარა, სერიოზული არაფერი არ აღმოაჩნდა, უკვე გაფრინდა ბუაკეში და ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
შეხვედრა თბილისის დროით 21:00 სათზე დაიწყება.