ოსიმენის მყიდველი არავინაა და აგენტი დარჩენას ურჩევს

საფეხბურთო აგენტმა ვინჩენცო მორაბიტომ “ნაპოლის” თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენზე და გუნდის მეკარეებზე ისაუბრა:
“როგორც ჩანს, ამ მომენტისთვის არცერთი ევროპული კლუბი არ აპირებს ვიქტორ ოსიმენის 130 მილიონად გამოსყიდვას და შეიძლება საუდის არაბეთში მოუწიოს გადაბარგება. ევროპელები დაახლოებით 80 მილიონი ევროს გადასახდელად არიან მზად, მაგრამ ვფიქრობ, “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელს ამ ფასად ვერ შეელევა. ვიქტორის ადგილზე არსადაც არ წავიდოდი. ის ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით პროგრესს განიცდის.