“ოსიმენის მომავალი კლუბი 95%-ით ცნობილია” – ნიგერიელი ჟურნალისტი

თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ “ნაპოლიდან” “გალათასარაიში” განათხოვრებული ვიქტორ ოსიმენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კვლავ კლუბს შეიცვლის.
სტამბოლურ კლუბს ნიგერიელის გამოსყიდვის უფლება არ აქვს, “პარტენოპეი” კი მის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს ითხოვს.
ფეხბურთელთან დაახლოებული ნიგერიელი ჟურნალისტის ცნობით, ოსიმენი დიდი ალბათობით, კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს და ამ გარიგების ალბათობა 95%-ს უდრის.
შეგახსენებთ, ოსიმენმა მიმდინარე სეზონში “გალათასარაის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 26 მატჩი გამართა, თავი კი 20 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში