“ოსიმენის დაბრუნებას რატომ ელოდებით? ის უმადურია” – იტალიელმა ჟურნალისტმა ნიგერიელი გააკრიტიკა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მიმო კარატელიმ Marte Sport-თან ინტერვიუში “ნაპოლის” ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ნიგერიელს “პარტენოპეი” საერთოდ არ ადარდებს და სეზონის დასრულებას მოუთმენლად ელოდება.
“აფრიკის თასიდან ოსიმენის დაბრუნებას ელოდებით? ის მაღალი დონის ფეხბურთელად “ნაპოლიში” ჩამოყალიბდა, თუმცა გუნდი საერთოდ არ ანაღვლებს. უმადურია, მას ახლა პრემიერლიგაში გადასვლა სურს. დიდი ფეხბურთელები იტალიიდან არ მიდიან”, – განაცხადა კარატელიმ.
შეგახსენებთ, ვიქტორ ოსიმენის გადაბირებით “ჩელსი” და “არსენალი” ინტერესდებიან. ნიგერიელის გამოსასყიდი თანხა კი 120-დან 130 მილიონ ევრომდე შეადგენს.
-15FEB/3-nigeria_2cad4.jpg” border=”0″ alt=”alt” title=””ოსიმენის დაბრუნებას რატომ ელოდებით? ის უმადურია” – იტალიელმა ჟურნალისტმა ნიგერიელი გააკრიტიკა” style=”height: 50px; width: 50px;” />ოსიმენის მოპოვებული პენალტი და ისევ გაუქმებული გოლი – ნიგერია მაინც გავიდა ფინალში [VIDEO]
ოსიმენის გაყიდვა ჩარჩმა გადაწყვიტა ამიტომაც ხელფასს საგრძნობლათ მოუმატა რათა ვიქტორიც თანახმა იყოს სხვა გუნდში გადასვლაზე იმიტომ რომ სხვა გუნდი მოლაპარკებების დროს რას ეტყვის შენ ნაპოლში 12 მილიონი გაქვს მაგრამ ჩემთან წამოდი 8 მილიონს მოქცემო?

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში