ორ მილიონამდე მსესხებელი და 43.7 მილიარდ ლარზე მეტი გაცემული კრედიტი – საქართველოს რამდენი მოქალაქეა „შავ სიაში“

2024 წლის იანვრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 199 344 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 384 386-ს შეადგენს, რაც შეეხება თანხას, ნაშთი 2.1 მლრდ ლარს აღემატება.
საერთო ჯამში, 2024 წლის იანვრის ბოლოს არსებული მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 926 343 ადამიანს აქვს, ჯამში 43 743 844 632 ლარის მოცულობის.
მსესხებლების უმეტესობა საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, წინა თვის მდგომარეობით, ბანკებიდან 439 849 611 491 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 577 984 მსესხებელს აქვს აღებული. 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება ბანკის 97 756 მომხმარებელს უფიქსირდება.
გარდა ამისა, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 754 398 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 345 689 648 ლარს შეადგენს. ხოლო 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 119 916 მსესხებელს უფიქსირდება.
20 089 ადამიანს კი ჯამში 548 543 493 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან, საიდანაც ვადაგადაცილება 4 685 ადამიანს უფიქსირდება.