ორ მილიონამდე მსესხებელი და 44 მილიარდზე მეტი გაცემული კრედიტი – საქართველოს რამდენი მოქალაქეა „შავ სიაში“

საქართველოში მსესხებლების თითქმის 11%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.
2023 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 201 047 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 383 830-ს შეადგენს, რაც შეეხება თანხას, ნაშთი 2 მლრდ ლარს აღემატება.
საერთო ჯამში, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს არსებული მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 928 641 ადამიანს აქვს, ჯამში 44 104 324 482 ლარის მოცულობის.
მსესხებლების უმეტესობა საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, დეკემბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 40 249 353 715 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 583 704 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 7.1%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 108 168-ია.
გარდა ამისა, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 751 073 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 323 100 481 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 290 826 მსესხებელს უფიქსირდება.
20 379 ადამიანს კი ჯამში 531 870 286 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან, საიდანაც ვადაგადაცილება 4 881 ადამიანს უფიქსირდება.