ორ დაკავებულს სჭირდება მედიკამენტები და არ მიეწოდება – ადვოკატი ნესტან ლონდარიძე

გუშინ დაკავებულ 4 პირის, იოსებ ხეოშვილი, კახა ჯაფარიძე, რეჟისორი თორნიკე თიკარაძე და ზაზა ბროლაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორში უფლებადამცველმა, ნესტან ლონდარიძემ მოინახულა.
როგორც იურისტი ამბობს, დაკავებულიდან ორს ესაჭიროება მედიკამენტები, რომელიც არ მიეწოდებათ.
უფლებადამცველის თქმით, 4-ვე მათგანი გზის გადაკეტვის გამო არიან დაკავებულები.
მოვინახულე 4-ვე დაკავებული. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ 2 მათგანს ესაჭიროება მედიკამენტები, რომლებიც ამ ეტაპისთვის მათ არ მიეწოდებათ. ერთ-ერთი აუცილებალდ საყურადღებოა, რადგან აუცილებელია, რომ მას დღის განმავლობაში მიეწოდოს მედიკამენტები. მის მოთხოვნას, როგორც თვითონ გადმომცა, საკმაოდ უარყოფითად შეხვდნენ და არ მიაწოდეს მას ის წამალი, რომელიც მას აუცილებლად სჭირდება. 4-ვე მათგანი გზის გადაკეტვის გამო არიან დაკავებულები, თუმცა არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება – ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ არ ყოფილა იმ ტერიტორიაზე დაკავებული. ბაღში ჩავიდა და იქ მოხდა მისი დაკავება, ამიტომ საქმის მასალებს ძალიან იდიდი მიშვნელობა აქვს”, – ამბობს ნესტან ლონდარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეი დი ვენსი ორბანზე – მსურს, საარჩევნო პერიოდში მას დავეხმარო – არ მაქვს მოლოდინი, რომ უნგრელი ხალხი მომისმენს, მაგრამ მინდა, სიგნალი გავუგზავნო ბრიუსელში ბიუროკრატებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელები დაჩაგრონ